გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პენიტენციურ სამსახურში 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა

14-03-2019

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი. იმისათვის რომ, წარსულისგან განსხვავებით, დეპარტამენტი შესაბამისი განათლებისა და პროფესიის მქონე პირებით დაკომპლექტდეს, სოციალური მუშაკის 23 ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა.


ასევე, რეორგანიზაციის ფარგლებში ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, ხოლო ამ უკანასკნელს შეუერთდა ყოფილი სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო. შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა განისაზღვრა 555 საშტატო ერთეულით, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო 111 ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოცხადდა. აქედან 89 ესკორტის ოფიცრის, ხოლო 22 ესკორტის ოფიცერი მძღოლის ვაკანსიაა.


მოცემულმა ცვლილებებმა და სიახლეებმა საბოლოოდ თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო.

134-ვე პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ესკორტის ოფიცრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური ფორმით და კვებით (24-საათიანი მორიგეობისას).


სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ 134 ვაკანსიაზე საკონკურსო განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ და შეავსოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

- მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტი (23 ვაკანტური ადგილი): დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (1 ვაკანტური ადგილი) -
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54369?active=1
სოციალური მუშაკი - შემთხვევის მმართველი (7 ვაკანტური ადგილი) 

 
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54358?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54359?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54360?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54375?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54361?active=1


სოციალური მუშაკი - შემთხვევის ადმინისტრატორი (6 ვაკანტური ადგილი) 

 
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54355?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54352?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54349?active=1
ფსიქოლოგი (9 ვაკანტური ადგილი) 

 
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54372?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54373?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54374?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54363?active=1
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54362?active=1

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031