14-03-2019
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეზღუდვის მიზეზი თოვაა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის კი მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია.