გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა, ორ მილიონამდე არალეგალს მოქალაქეობა მისცეს

31-01-2018

იმიგრაციული რეფორმის სამ „დედაბოძს“ შორის პრეზიდენტმა დაასახელა: მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენება, სავიზო ლატარიის გათამაშების შეწყვეტა და ასევე „ჯაჭვური მიგრაციის“ აღკვეთა

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ადმინისტრაცია ამუშავებს იმ 1,8 მლნ არალეგალი მიგრანტის ნატურალიზაციის გეგმას, რომლებიც ქვეყანაში ბავშვობაში ჩავიდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

პრეზიდენტმა კონგრესის წინაშე ქვეყანაში არსებული ვითარების თაობაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა:

„პირველი საფუძველი ჩვენი სისტემისა აძლევს მოქალაქეობის შანსს იმ 1,8 მლნ არალეგალ მიგრანტს, რომლებიც მშობლებმა მცირე ასაკში ჩამოიყვანეს — ეს იმაზე თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე წინა ადმინისტრაცია გვთავაზობდა. ჩვენი გეგმით, ისინი, ვინც განათლებისა და შრომით მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და კარგ ხასიათსაც ავლენენ, შეძლებენ გახდნენ აშშ-ის მოქალაქეები“.

იმიგრაციული რეფორმის სამ „დედაბოძს“ შორის პრეზიდენტმა დაასახელა: მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენება, სავიზო ლატარიის გათამაშების შეწყვეტა და ასევე ეგრეთ წოდებული ჯაჭვური მიგრაციის აღკვეთა. ეს უკანასკნელი უცხოეთის მოქალაქეების აშშ-ში ეტაპობრივად, ერთმანეთის მიყოლებით ჩასვლას გულისხმობს.

აღნიშნული ღონისძიებები თეთრმა სახლმა წარსულში უკვე გაახმოვანა და მოუწოდა კონგრესს, მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა.

აღსანიშნავია, რომ სულ აშშ-ში 10 მლნ-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს.

sputnik

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031