გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში, ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების პრობლემა მოგვარდება

14-03-2019

გლდანის რაიონის გამგეობამ ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის შედეგად, ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩაზე დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა.


მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.

„გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, მათ შორის, ბერთუბანში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას ახორციელებს. აღნიშნულ დასახლებას წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.


სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს B & B ახორციელებს, მაისში დასრულდება. წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 597 695 ლარი გამოიყოფა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930