14-03-2019
ექსპერტი გია აბაშიძე მამუკა ხაზარაძის 11 მარტის ინტერვიუს "კვირის პალიტრასთან" სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. როგორც მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია მოიძია.
ექსპერტმა ინტერვიუ ფაქტჩეკერის პრინციპით გაარჩია, სადაც მამუკა ხაზარაძის კითხვა-პასუხის ქვემოთ მისი აზრი წერია, რას ამბობს ხაზარაძე და რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე.
„გადავწყვიტე დეტალურად შემესწავლა მამუკა ხაზარაძის 11 მარტის ინტერვიუ "კვირის პალიტრასთან". მქონდა კომუნიკაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ასევე მოვიძიე ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია.
გთავაზობთ ამონარიდებს მამუკა ხაზარაძის [მ.ხ.] ინტერვიუდან და ჩარჩოში ჩასმულ მოცემულობას ფაქტჩეკერის პრინციპით - რას ამბობს, რა გვაქვს სახეზე", - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში და ვრცელ ანალიზს აქვეყნებს.
მამუკა ხაზარაძის ინტერვიუს ამონარიდი "კვირის პალიტრასთან" და ექსპერტი გია აბაშიძის ანალიზი ვრცლად იხილეთ ბმულზე.
13-01-2025