გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14-03-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს , რალფ რეგენვანუს შეხვდა.


ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.


მხარეებმა ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე. სტუმართა მხარე საკონსტიტუციო, ანტიკორუფციული და ეკონომიკური რეფორმებით დაინტერესდა და ამ მიმართულებით, ქართული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031