14-03-2019
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ეხმიანება. მისი თქმით, საქართველო უკვე დიდი ხანია რეგიონში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლიდერია და ასეთად რჩება.
"პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რომლის მომზადებასაც სახელმწიფო მდივანს კანონი ავალდებულებს. ის ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით 200 ქვეყნის შესახებ. ანგარიშზე მომუშავეებს საერთო სახელმძღვანელო პრონციპები აქვთ და კრიტიკულად უყურებენ იმ საკითხს, თუ როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკულია. ეს ასეც უნდა იყოს, ამ ქვეყნის, მისი მთავრობის - მტკიცე მეგობრების პოზიციიდან იმ საკითხებზე, რომლებზეც სამართლებრივად ვალდებულნი ვართ ანგარიში მოვამზადოთ.
საქართველო დიდი ხანია ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ლიდერად რჩება. ეს ის საკითხებია, რაზეც აქტიური დიალოგი გვაქვს მთავრობასთან - იმ საკითხების უმეტესობასტან დაკავშირებით მაინც, რაც ანგარიშშია მოყვანილი. ჩვენ ველით რომ გავაგრძელებთ მტკიცე, მეგობრულ და სასარგებლო დიალოგს იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის; ეს ასევე მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის".
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს 47 გვერდი დაეთმო.
13-01-2025