გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირმა ახალგაზრდული პროექტებისთვის 1 500 000 ევრო გამოყო

14-03-2019

პროექტს „ახალგაზრდობა ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ ევროკავშირი 1 500 000 ევროთი დააფინანსებს , რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი Save the Children International-თან ერთად განახორციელებს.


პროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც პირველი კონფერენცია „ახალგაზრდობის დასაქმება გამოწვევები და მიდგომები“ უკვე ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სოციალურ უნარებში არაფორმალური განათლების მომწოდებლების ადა დასაქმების სერვისების კოორდინაცია, ამ უნარებში არაფორმალურის განათლების ინსტიტუციონალიზაციის გზები და ინტერნეტული პლატფორმის გამოყენებით ქსელური მუშაობის ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეებს შორის.


ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა, სოციალური მეწარმეობის პროექტების განსახორციელებლად, გრანტების სახით ოთხი არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის 329 545 ლარი უკვა გასცა.


კვლევა სახელწოდებით - „ახალგაზრდების ზოგადი უნარების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან“ Save the Children International-მა განახორციელა, რომლის სამიზნე ჯგუფს კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა მთიანეთის რეგიონების ახალგაზრდები შეადგენენ.

პროექტის მიზანია არაფორმალური განათლებისა და სოციალურ მეწარმეობაში ჩართვის გზით, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის ზრდის ხელშეწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031