გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება - ზალკალიანი

14-03-2019

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე , საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ანაკლიის პორტს შეეხო.

კითხვაზე, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას, მინისტრმა უპასუხა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება.


მისი თქმით, პროექტის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ მთავრობის სტრატეგიაშია დასახელებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გასული წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.


"როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მთავრობა არ უჭერდეს მხარს პროექტს და ის ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტების სიაში წარადგინოს. ეს ხომ წარმოუდგენელი. ბუნებრივია, პროექტი შეტანილი არის ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ საკითხად. ყველა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განვიხილავთ, ვახსენებთ რა პროგრესია ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში. ასე იქნება მომავალშიც", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ამასთან, მისი თქმით, შეხვედრების შესახებ საელჩოებისადმი მიმართვის შემთხვევაშიც არანაირი პრობლემა არ იქმნება.

"საელჩოებში თუ არის მიმართვიანობა შეხვედრებთან დაკავშირებით, ამ მიმართულებითაც არანაირი პრობლემა არ არის. არავინ მომატყუებინებს, რომ საელჩოები არ ეხმარებიან ან არ არიან ამ პროცესებში ჩართული. ამიტომ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება", – განუცხადა დავით ზალკალიანმა დეპუტატებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930