გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არაბული ავიაკომპანია Flynas ფრენებს ბათუმის მიმართულებით იწყებს

15-03-2019

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. რეგულარული რეისები 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. ფრენები Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „Flynas“-ს რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 11 მარტს მიენიჭა. ახალი მიმართულების გარდა, საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე, რეისებს დამამი-თბილისი-დამამი, ჯედა-თბილისი-ჯედა და რიადი-თბილისი-რიადის საჰაერო ხაზებზე შეასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031