გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვს

15-03-2019

ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნას ითხოვს. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევებია.


უწყებაში განამარტავენ, რომ დაწესებულება ფუნქციონირების ნებართვის გაუქმების საფრთხის წინაშე დგას. მისივე თქმით, ცენტრი ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

გარდა ამისა, ცენტრს მიმწოდებელთა მიმართ 2018 წლის 31 აპრილის მონაცემებით, 165 000 ლარზე მეტი დავალიანება უფიქსირდება. მიზეზად ბიზნესგეგმის შეუსრულებლობა სახელდება.


დარღვევებიდან გამომდინარე შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოითხოვს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” გაეგზავნოს აღნიშნული ანგარიში, რათა მათ განიხილონ ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და დაინიშნოს დროებითი მმართველი. დროებით მმართველს დაევალება, უმოკლეს ვადებში გაწეროს დაწესებულების რეაბილიტაციისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების გეგმას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031