გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

15-03-2019

ახალ ზელანდიში მომხდარ თავდასხმაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“ - ნათქვამია სუსის განცხადებაში.


ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. ბრიტანულმა გამოცემა, Daily Mail-მა გაავრცელა ტერორისტის იარაღის ფოტოებიც, რომლის მჭიდზეც სხვადასხვა ენაზე დაწერილი სახელებია, მათ შორისაა ქართული წარწერა - „დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930