გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი მოიხატა

15-03-2019

პროექტ „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ სენაკში წერეთლის ქუჩის ორივე მხარეს ფეხით მოსიარულეთა სამგანზომილებიანი „ზებრა“ გადასასვლელი მოიხატა.


აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა, ლევან უჩანეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა.


საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031