გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წისქვილკომბინატ "კარმენის“ დირექტორის მიერ თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ირაკლი პეტრიაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

15-03-2019

გორში, გორის წისქვილკომბინატ "კარმენითან", პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. საუბარი შეეხება თანამშრომლების გაფიცვას, რომლის თავდაპირველი მოთხოვნაც ხელფასების მომატება იყო, დღეს კი აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი მოთხოვნა წამოაყენეს: დირექტორის გადადგომა და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თანამშრომელთა კანონიერი გაფიცვა დაიწყო, 14 მარტს, წისქვილკომბინატ "კარმენის“ დირექტორმა გაათავისუფლა 8 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანს სასტიკი საყვედური გამოუცხადა. წისქვილკომბინატ "კარმენის" თანამშრომლების განცხადებით, უკვე შვიდი წელია ხელფასის მომატებას უშედეგოდ ითხოვენ.


მოლაპარაკების პროცესში მშრომელებთან ერთად ჩართულია პროფკავშირების თავმჯდომარე.


ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას 16:30 საათზე გააკეთებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031