გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი გეგეჭკორი, რომელსაც უკვე 7 დღეა ეძებენ, დუშეთის რაიონში ჩამომხრჩვალი იპოვეს

15-03-2019

გიგი გეგეჭკორი, რომელსაც უკვე 7 დღეა ეძებენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში გარდაცვლილი იპოვეს.


შსს-ის ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. "112"-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.


შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს“, - ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.



ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031