გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბაყაყის ექსპორტისთვის საქართველოს სერთიფიკატს სთხოვენ

31-01-2018

კომპანია, რომლის სახელწოდებას სურსათის ეროვნული სააგენტო ჯერჯერობით არ ასახელებს, ბაყაყის ექსპორტისთვის სერთიფიკატის გაცემას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო qartli.ge სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით წერს. 

სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, სერთიფიკატის გასაცემად სააგენტომ მუშაობა ნოებრიდან დაიწყო და ჯერ არ დაუმთავრებია. ექსპორტის დროს გამოსაყენებელ ვეტერინარულ სერტიფიკატს სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.

სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარედგინება ცხოველთა მარშრუტის გეგმა. ცოცხალი ცხოველების წარმომავლობის ადგილის (ცხოველთა დაბადების ან შეძენის ადგილი - ქვეყანა, ოლქი, რაიონი. გარეული ცხოველების შემთხვევაში – დაჭერის ადგილები) და მათი სახეობის, სქესის, ჯიშის, ასაკის, წონისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ,,საქსტატის" ცნობით, საქართველოდან დიდი რაოდენობით ბაყაყი 2009-2010 წლებში გაიყავნეს. მომხდარს სკანდალი მოჰყვა, რადგან ექსპორტიორ კომპანიებს შესაბამისი ლიცენზია არ აღმოაჩნდათ.

2009 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 250 500 ცოცხალი ბაყაყის ექსპორტი განხორციელდა, რამაც მთლიანობაში 4 175კგ შეადგინა. ბაყაყების ჯამური ღირებულება 14 612 დოლარი იყო.



imedinews,ge
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930