გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 98-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო

16-03-2019

ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საგაზაფხულო გაწვევის პირველი ეტაპის 98-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო. მან ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა.


„ვთვლი, რომ სამხედრო სამსახურის გავლა თითოეული ქართველის ცხოვრებაში არის აუცილებელი ეტაპი, როდესაც ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე და მონაწილეობს ისეთ დიდ საქმეში, რასაც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ჰქვია. გვსურს, რომ თქვენ, როგორც ამ ქვეყნის საიმედო მომავალმა თაობამ, შესაბამისი წვრთნების შედეგად, ჯარში მსახურების კარგი გამოცდილება მიიღოთ და ჯარისკაცისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შეიძინოთ” - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.


ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ჭყოიძე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, სხვადასხვა რანგის სამხედრო მოსამსახურეები და ახალწვეულების ოჯახის წევრები.


ფიცის დადების ცერემონიალზე ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და წუთიერი დუმილით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხსოვნასპატივი მიაგეს.


შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 13 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.


ახალწვეულები ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.


სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031