გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაიამ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

16-03-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია სენაკში ჩავიდა და გალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.


„დღეს ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენთაგანისათვის, კიდევ ერთი ტრაგიკული დღის მოწმენი გავხდით. მომხდარი ფაქტი არის დადასტურება იმისა, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ ცხოვრება გალის რაიონის ძირძველ მოსახლეობას - ქართველებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ დღეს მათ მამაპაპისეულ მიწა-წყალზე. ზღვარი ადამიანური ღირსების დაცვასა და სიცოცხლის შენარჩუნებას შორის გადის. პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს -ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ფაქტორს ეკისრება.


სწორედ ამიტომ არის საჭირო, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის გაუგებრობა და ინსინუაციები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.


ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მომხდარი ტრაგედიის გამო თანადგომას ვუცხადებ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930