გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში იგორ ნარმანიას სახელობის ტურნირი გაიმართა

16-03-2019

სენაკის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სპორტის სასახლეში, მეშვიდედ გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტარის, სპორტის ოსტატის იგორ ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში.


ტურნირმა, რომელიც ახალი საერთაშორისო წესებით მიმდინარეობდა, 200-მდე სპორტსმენ ჭაბუკსა და გოგონას უმასპინძლა.


მასში მონაწილეობა ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ხობის, სამტრედიის, ქუთაისის, ტყიბულის, გორის, ზესტაფონისა და ხელვაჩაურის გუნდებმა მიიღეს.


ტურნირის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესიკ ნარმანია, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, შესაბამისი სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.


იგორ ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ რესპუბლიკურ ტურნირში გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები თვითმმართველობისა და სასპორტო გაერთიანების წარმომადგენლებმა გადასცეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031