გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ მუჟავაში საავტომობილო გზა შენდება

17-03-2019

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავასთან დამაკავშირებელი 12-კილომეტრიანი სავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის საფარის პირველი ფენა იგება.


გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, ეზოებში შესასვლელბი.


დაგეგმილია მდინარე ოლორის საავტომობილო ხიდისა და 30 მილხისდის მშენებლობა-რეაბილიტაციაც.


პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება.


სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. გზის მშენებლობის პირობა სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს სოფელში წინა ვიზიტის დროს მისცა.


მუჟავას გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.


პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031