გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"Euronews" ქართულ სოციალურ საწარმოს სიუჟეტს უძღვნის

17-03-2019

სოციალური საწარმო „დადარი“, რომელიც ხის სათამაშოებსა და ნაკეთობებს ამზადებს, ქართული საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია.


საწარმოს მიზანმა, დაესაქმებინა და გადაემზადებინა გონებრივი განვითარების შეფერხების, ინტელექტუალური განვითარებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირები, გაამართლა, პროექტის იდეის ავტორებმა კი თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად მეტი შესაძლებლობა მიიღეს.


„დადარის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებლის ისტორიითა და საწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკით ევროპული ახალი ამბების სააგენტო - Euronews დაინტერესდა და სოციალური საწარმოს შესახებ 5-წუთიანი სიუჟეტიც მოამზადა.


Euronews-ის კორესპონდენტ პოლ ჰეკეტისა და „დადარის“ დამფუძნებლის, მერაბ კუჭუხიძის დიალოგი ძირითადად საწარმოს ფუნქციონირებასა და მიზანდასახულობას ეხება.


როგორც Euronews-თან ინტერვიუში მერაბ კუჭუხიძე აღნიშნავს, მას ყოველთვის სურდა, დაეარსებინა ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ჩაერთვებოდნენ. მისი თქმით, ეს ნაბიჯი სათამაშოების წარმოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელნაკეთი ნივთი პოზიტიურ ენერგიას შთანთქავს.


ინტერვიუში Euronews „დადარის“ სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა. მერაბ კუჭუხიძის თქმით, საზოგადოება მათ პროდუქტს ელოდება, ამიტომაც მზად არიან, მეტი ადამიანი დაასაქმონ და მთელი ძალისხმევა პროგრესში ჩადონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930