17-03-2019
საბერძნეთში ადგილობრივმა პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
ბერძნული მედია 38 წლის მამაკაცს კანონიერ ქურდად მოიხსენიებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ქართველი დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
სულ დაკავებულია 4 უცხოელი. მათ შორის, 3 მამაკაცი და 1 ქალი.
დაკავებულთა საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტები და ნიღბები.
დაკავებულები ატიკას რეგიონის სხვადასხვა ქალაქსა და ათენში ბინებს 2 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ და ჯამში 200 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.
13-01-2025