17-03-2019
შინაგან საქმეთა საქმინისტრო საბერძნეთის პოლიციის მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.
შსს-ს ინფორმაციით, ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობას, რის შედეგადაც საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა, მისი წევრები კი დააკავეს.
საქართველოს პოლიციის ატაშესა და საბერძნეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი მუშაობის შედეგად, საბერძნეთში იდენტიფიცირებული იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან.
ბერძენმა სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 4 მოქალაქე მიმდინარე წლის 14 მარტს საბერძნეთში, ქალაქ ათენში დააკავეს.
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 1981 წელს დაბადებული ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გიორგი ენდელაძეა ,მეტსახელად „თავა“.
მათ ბერძნული კანონმდებლობით მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი.
13-01-2025