გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ომში დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილის ცხედარი გურიაში გადაასვენეს

17-03-2019

აფხაზეთის ომში დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


„თითოეული დაღუპული მებრძოლის ღვაწლი საამაყოა და სწორედ ამ გმირების მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები. ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს მათი სახელები, დავაფასოთ მათი გმირობა და პატივი მივაგოთ გმირების მარადიულ ხსოვნად“, - აღნიშნა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი ტრაგედიაა აფხაზეთის უთანასწორო ომი, რომელმაც არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.


უგზოუკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930