გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
Time-მა მიხეილ სააკაშვილი 5 ძებნილი პოლიტიკური ფიგურის სიაში შეიყვანა

31-01-2018

ჟურნალ Time-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის 5 ძებნილი პოლიტიკური ფიგურის სიაში შეიყვანა.

"დასავლეთში განათლების მიღების შემდეგ სააკაშვილი საქართველოში ხავერდოვანი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გაფლანგვაში ბრალდებების ფონზე მან თანამდებობა დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, მაგრამ 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დაკავება და რეფორმების გატარება შესთავაზა. სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქე გახდა.

2016 წლის ნოემბერში ის თანამდებობიდან გადადგა, მრისხანე პრესკონფერენცია გამართა და პოროშენკო უკრაინაში კორუფციის მხარდაჭერასა და ოდესაში ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხარდაჭერაში პირადად დაადანაშაულა.

რა თქმა უნდა, ამან უკრაინის მმართველ ელიტაში სააკაშვილის გულშემატკივრების რიცხვი ვერ გაზარდა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კრიმინალური დაჯგუფების მხარდაჭერისთვის წაუყენეს ბრალი. პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა გასული წლის ივლისში ჩამოართვა და სააკაშვილი აპატრიდი გახდა.
გასული წლის დეკემბერში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ცდილობს სააკაშვილი კიევში პოლიციისგან გაქცევას. პოლიციამ ის მაინც დააკავა, მაგრამ შემდეგ მხარდამჭერებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხეს", - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში სააკაშვილის გარდა კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, თურქეთში გადატრიალების მცდელობის მოწყობაში ეჭვმიტანილი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი, Wikileaks-ის 

შემქმნელი ჯულიან ასანჟი და კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი მოხვდნენ.



kvirispalitra,ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930