გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სქესობრივი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ სასჯელი მკაცრდება

18-03-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე, ასევე ჯანდაცვის კომიტეტზე ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.


"ეს გახლავთ სრულიად ახალი კანონი სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლის მიზანია ამ დანაშაულის ადრეულ ეტაპზე პრევენცია, დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი.


კანონპროექტის თანახმად, ჩვენ ვამკაცრებთ პასუხისმგებლობას სქესობრივი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ. განსაკუთრებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ დანაშაულს არასრულწლოვნების მიმართ ჩადიან. მაგალითად, არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე სანქცია გავზარდეთ და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება კანონით გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც ეს კანონი ამოქმედდება.


გარდა ამისა, სქესობრივი დანაშაულების ჩამდენ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, რომლის კონტროლი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების მიერ განხორციელდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ მსჯავრდებულ პირთა ბაზა, სადაც დაცული იქნება ამ პირების შესახებ მონაცემები და ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ვაკონტროლოთ როგორც მსჯავრდების შემდგომ, ისე მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა ავიცილოთ თავიდან. ამ კანონში კიდევ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე."- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930