გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოცდო მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაგრძელდება

18-03-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განათლების რეფორმის ყველა მიმართულება, ამასთან, 2020 წელს დაგეგმილი საგამოცდო სიახლეები და მობილობის პროცედურები განიხილა. ინფორმაციას განათლბის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა რექტორებს დეტალურად გააცნო პრემიერის მიერ განათლების სფეროს დაფინასების გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რაც, მისი თქმით, ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ფინანსური რესურსი გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.


"პრემიერის გადაწყვეტილებით იზრდება განათლების ბიუჯეტი, რაც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. ამან საშუალება მოგვცა დაფინანსების ახალ მოდელზე გვეფიქრა, რომელიც განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა საკითხის დამუშავების პროცესში, შესაბამისად, აქტიურად ვგეგმავთ თქვენთან ერთად მუშაობას", - განაცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალი საგამოცდო მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინტენსიურად გაგრძელდება.


მინისტრის მიერ რექტორებთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს უნივერსისტეტის ხელმძღვანელებმა. მათ აღნიშნეს, რომ რეფორმის დანერგვამდე უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობა მისასლმებელია, რადგან ერთობლივი მუშაობით მოხდება საბოლოოდ ოპტიმალურ მოდელზე შეჯერება. მათივე თქმით, მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან იგი არის სისტემური, თანმიმდევრული, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930