18-03-2019
ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას: საერთაშორისო ხელშეკრულება რომ კონსტიტუციაზე მაღლა დგას, ეს თქვენი ფრაზაა, -ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას.
,,ნორმატიული აქტების იერარქიას უნდა იცნობდეთ ელემენტარულად. საერთაშორისო ხელშეკრულება რომ კონსტიტუციაზე მაღლა დგას ეს მემგონი ჩემი სიტყვები არ არის, ეს თქვენი ფრაზაა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის. ადამიანის უფლებათა და სტრასბურგის გადაწყვეტილებები რომ იურიდიული კომიტეტის მიერ, წამყვანი კომიტეტის სახით განიხილებოდა, ეს იყო არასწორი",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე მონიტორინგის საშუალება ექნება მთელს საზოგადოებას და ყველა კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.
,,ამერიკული მოდელი არის ის, რომ იურიდიული კომიტეტი განიხილავს ასეთ საკითხს წამყვანი კომიტეტის სახით. რეგლამენტის მიხედვით ვერ დამისახელებთ შეზღუდვას, რომ ჩვენ ვზღუდავთ დროს, რამდენი ხნით უნდა მოვუსმინოთ კანდიდატს, ვერ დამისახელებთ, რომ ჩვენ ვკრძალავთ ვინმემ შეკითხვა არ დასვას და ვერ დამისახელებთ იმას, რომ ეს საკითხი არ იქნება ხანგძლივი.
ეს პროცესი იქნება ხანგძლივი, საზოგადოებას ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა. როგორც ახალგაზრდებს, ჩვენს თაობას, იუფროსებს ექნებათ შესაძლევბლობა თვალყუირი მიადევნონ პროცესს და ყველა კანდიდატთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად ჩვენ მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
13-01-2025