გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ბობოხიძე: მე მომხრე ვარ რომ მიწა გაიყიდოს

18-03-2019

სამწუხაროდ, ხელისუფლება აყვა და აპელირებს საქართველოს მოსახლეობის ნაწილის გაუთვითცნობირებელ შიშებზე , რომ მიწას გვართმევენ და მას ვიღაცა წაგვართმევს, - ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.


"მთელი მსოფლიო თურმე არის იმ ერთ ფიქრში, როგორ გადაგვაჯიშოს და აღგავოს საქართველო მიწისაგან პირისა. ამ დროს ქართული სოფლები იცლება. ეს იმ დროს, როცა არც არაბს გაუგდივართ, არც ირანელს და სხათაშორის, რომელსაც მე ვგულისხომ, არც რუსს. რუსებმა საიდანაც გაგვაგდეს გაგვაგდეს, მაგრამ იმერეთის სოფლებიდან რუსს არ გავუგდივართ. ამ ფონზე, კი იმერეთის სოფლები იცლება. ჩვენი უპირველესი პრობლემა სოფლების დაცლისა, არის სიღარიბე. მე მომხრე ვარ, რომ მიწა გაიყიდოს.


კი ბატონო მივიღეთ კანონი, რომ მიწა არ გაიყიდოს ამ რაღაც ამ შიშების გამო. ასეთ დროს საერთოდ გამკვირვებია ჩვენი ხალხის მოკლე ხედვები. ანუ მიწის გაყიდვის უფლებას ვკრძალავათ იქ, სადაც მიწის საკუთრების უფლება არ გვაძლევს ცხოვრების გარანტიას. ხალხი არ გარბის ქალაქიდან სოფელში. ხალხი გარბის პირიქით- სოფლიდან ქალაქში.

კიდევ უფრო უარესი-გადის ქვეყნიდან საერთოდ. მიწა გვაქვს, მაგრამ მიწა ვერ უზრუნველყოს ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას.


თუ უცხოელს შეუძლია ჩემს სოფელში კარგად მოეწყოს, მაშინ ქართველებს რა ჯანდაბა უნდა, რატომ არ შეგვიძლია კარგად ვიცხოვროთ. ამიტომ, მე მაინტერესებს, რა ლოგიკაა, სადაც რთული ცხოვრებაა და სადაც მიწაზე საკუთრება ვერ უზრუნველყოს ადამიანის-გინდა ქართველის, გინდა არაქართველის ნორმალურ საცხოვრებელ გარემოს, იქ მიწის გაყიდვას ვკრძლავთ, ხოლო სადაც გავრბივართ, ანუ სადაც ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტია, სადაც თვითდასაქმების შანსი უფრო მეტია, იქ უცხოელებს აქვთ მიწის ყიდვის უფლება, ანუ ქალაქში არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე. სასოფლო-სამეურნეო მიწა ერთი ჰექტარი ყველაზე მაქსიმუმ ღირს 4 000 დოლარი, ხოლო კვადრატული მეტრი მიწა თბილსში ღირს 200-300-400 დოლარი. აქ უფრო მეტი ფასი რატომ ღირს? იმიტომ რომ აქ უფრო მეტი უკუგების საშუალებაა. რატომ არ ვუკრძალავთ? მე საერთოდ, არც ი მინა მინდა აკრძალვა, არც იქ. ლოგიკა მაინტერესებს თქვენი. თუ უცხოელს ვუკრძალვათ მიწის ყიდვას, რატომ არ ვუკრძალავთ იქ, სადაც მაინცდამაინც მიწის საკუთრებაში ყოფნა-აეყოფნა არაფრის გარანტია არ არის და რატომ ვაძლევთ იქ, სადაც მეტია მოთხოვნა მიწაზე.


გარდა ამისა, გთხოვთ მინდა კიდევ ერთ გავრცელებულ ჭორზე მიპასუხოთ, თუ ჩვენ უცხოელებზე მიწებს გავყიდით, მერე თურმე იქ ააშენებენ ჩინურ და ირანულ დასახლებებს? მე მინდა მკაფიოდ უთხრათ ხალხს: რომ თუ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ვინც არ უნდა იყოს მისი მფლობელი, არავის არაფრის აშენების უფლება არა აქვს. ხოლო ქალაქის მიწებზე სწორედ, რომ აქვთ დასახლებების აშენების უფლება. ქართველის აშენებულსაც ყიდულობს უცხოელიც და ქართველიც და პირიქით-უცხოელის აშენებულსაც ყიდულობს უცხოელიც და ქართველიც. რატომ არის რომ ეკონომკურად არაქტიურ სივრცეში ადამიანებს ვუზღუდავთ მყიდველის რაოდენობას, ვინიცობაა შემთხვევით რომ გამოჩნდეს ასეთი. მე ვერ ვხედავ მინმე გვასკდებოდეს. მთელი დასავლეთ საქართველო არის ეკალ-ბარდებად წასული ჩაის პლანტაციებით სავსე და არც ერთი ქართველი მილიონერისთვის არც ერთ უცხოელ ინვესტორს არ აუკრძლია იქ შემოსვლა. და თუ ვინმე ქართველ მილიონერს უნდა იქ მოსვლა და საკმარისად გყავს ასეთი მილიონერი, გაასუფთავონ პალანტაციები, მოვიდნენ ბატონო და იმუშავებენ ქართველები ქართველების პლანტაციებში", - განაცახადა ბობოხიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031