გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზალკალიანმა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა

19-03-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ურუგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის თავმჯდომარეს ლუსია ტოპოლანსკის.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ურუგვაის შორის არსებულ ბევრ საერთო მახასიათებელს, რაც დიდ პოტენციალს ქმნის როგორც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განსავითარებლად ასევე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ისეთ მიმართულებებში როგორიც არის დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური შესაძლებლობები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტულობას, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ურუგვაის პრესპუბლიკას. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა და მადლობა გადაუხადა ურუგვაის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ტერიტორიული მდებარეობის თვალსაზრისით დიდი დაშორების მიუხედავად, საქართველო და ურუგვაი, როგორც პატარა ქვეყნები, ხშირად საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან.


დავით ზალკალიანმა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა და ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს, რომელიც საქართველოს გააჩნია მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან, მათ შორის ევროკავშირთან და რაც შესაძლებელია საინტერესო იყოს ურუგვაის საქმიანი წრეებისათვის. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციაზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ამ შესაძლებლობის უკეთ რეალიზაციისთვის.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და საქართველოში, ისევე როგორც ურუგვაიში ცნობადობის ამაღლების კუთხით ერთობლივი მუშაობის მზაობა გამოთქვეს. ამ მხრივ, მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის მაისში საქართველო-ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ურუგვაიში საქართველოს პოპულარიზაციას. ​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930