გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წელს მერიაში შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული განაცხადების ნახევარი არ დაკმაყოფილდა

19-03-2019

მიმდინარე წლის განმავლობაში უწყებაში ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 281 განცხადება შევიდა, აქედან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი ნახევარს, კერძოდ 135 ობიექტს ეთქვა. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.


მერიის ცნობით, წინა წლების სტატისტიკით, უწყებას ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 2017 წელს 1757-ჯერ მიმართეს, აქედან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 814 ობიექტს ეთქვა . 2018 წელს მიღებული 1727 განცხადებიდან კი, ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 741 ობიექტმა მიიღო.


კითხვაზე, რამდენ ისეთ ობიექტს იყენებს მოსახლეობა საცხოვრებლად, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ არის, თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სტატისტიკა სამსახურს არ უწარმოებია.


მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული, მერიამ 2016 წელს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 159 ობიექტს უთხრა, მათ შორის იყო საცხოვრებელი ბინები, რომელთა უმეტესობაში მოსახლეობა ცხოვრობს.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930