გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ სედანის ტიპის ავტომობილების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა

19-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებისთვის სედანის ტიპის ავტომობილების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულია კონსოლიდირებული ტენდერი. სამინისტრო ახალი ავტომობილებით ქალაქის პირობებში მომუშავე ოპერატიულ მაღალი გამავლობის "ჯიპებს" ჩაანაცვლებს.


ტენდერის პირობები, ასევე ვადები არის გამჭირვალე და განსაზღვრულია როგორც სხვა კონსოლიდირებული ტენდერების შემთხვევაში. ტენდერი გამოცხადდა 14 მარტს, 5 დღის შემდეგ განაცხადების მიღება დასრულდება დღეს, 19 მარტს. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ბიზნესოპერატორს შეუძლია.


ტენდერი გამოცხადებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით, აგრეთვე „2019 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის № 2299 განკარგულების საფუძველზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031