გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე კიდევ რამდენიმე ქუცაზე გაჩერდებიან

19-03-2019

თბილისში კიდევ რამდენიმე ქუჩა გამოიყოფა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.

ამ ქუჩათა რაოდენობა დაახლოებით 12-ია. აღნიშნული საკითხი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ხვალ გავა.


„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ 12 ქუჩას შორის - წერეთლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულისა და რობაქიძის გამზირებიც მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან თბილისში უკვე განსაზღვრულია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეუძლიათ.


ეს 14 ქუჩაა: ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირები, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩა, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი.


ბიზნესპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031