19-03-2019
ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1 აპრილიდან დაინერგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ უკვე შეიძინა. ინფორმაციას "ლიბერალი" უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შსს-მ ნარკოტესტირებისთვის 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი უკვე იყიდა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება კი ნერწყვის საშუალებით დადგინდება.
კერძოდ, ნარკოტესტით შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა მძღოლი: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის) ზემოქმედების ქვეშ.
ტესტირებისას ნერწყვის შეგროვებისთვის საჭირო დრო 3 წამი იქნება, რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში; რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით.
მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში.
13-01-2025