გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისათვის 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

19-03-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, სომხეთში მყოფმა ო.ა.-მ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დებედას გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რა დროსაც უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 2279,27 გრ. "ჰეროინი", 10 აბი (0,0198 გრ.) "ბუპრენორფინი" და 0,3575 გრ. "მეტამფეტამინი", რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 29 დეკემბერს საზღვარზე დააკავეს.


სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით , 260-ე მუხლის 6-ე ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ირანის მოქალაქე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930