19-03-2019
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს. ამ საკითხზე კენჭყისყრა ცოტა ხნის წინ ჩატარდა.
კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილების მისაღებად კი 76 ხმა იყო საჭირო.
დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტი კენჭისყრაზე განმეორებით დღესვე დააყენებს.
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა 27 თებერვალს დატოვა.
13-01-2025