19-03-2019
ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გააკეთა ეს განცხადება, რაც განმეორებით კენჭისყრაზე დადგებოდა მისი გადაყენების საკითხი.
"როდესაც კენჭისყრა გაიმართა ამ საკითხზე, გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება, რომ მე თავად გადავწყვიტე, დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმოერედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი განცხადება. შემიძლია, ახლა გადმოგცეთ. მადლობა ყველას, რომლებმაც თქვენი სინდისით იხელმძღვანელეთ და მიიღეთ, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ", – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილების მისაღებად კი 76 ხმა იყო საჭირო.
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა 27 თებერვალს დატოვა.
13-01-2025