გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ პეკინის გამზირზე ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

20-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს.


დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.


პოლიციამ გ.შ და ე.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031