გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დასახელდა კიდევ 12 ქუჩა თბილისში, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩედებიან

20-03-2019

მიკროავტობუსების მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერება კიდევ 12 ცენტრალურ ქუჩაზე იქნება სავალდებულო , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


კახა კალაძის თქმით, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთში გადაჭრან.


"მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, ყველგან გაეჩერებინათ. ყველანაირი თვალსაზრისით, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, შარშან როდესაც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, შეირჩა 14 ცენტრალური ქუჩა.

გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთში გადაჭრან, რაც მათი უსაფრთხოებისთვის და მძღოლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა და საცობები იყო. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ ეტაპობრივად", – განაცხადა კახა კალაძემ.


რეგულაციები დაწესდა დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე:

ქეთევან დედოფლის გამზირი
თამარ მეფის გამზირი
აკაკი წერეთლის გამზირი
დავით გურამიშვილის გამზირი
გრიგოლ რობაქიძის გამზირი
ნუცუბიძის ქუჩა ცო
ცოტნე დადიანის ქუჩა
სულხან ცინცაძის ქუჩა
ვაჟა ჩაჩავას ქუჩა
პეტრე ქავთარაძის ქუჩა
აწყურის ქუჩა
ჯავახეთის ქუჩა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031