20-03-2019
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა. ტურნირი წყვილთა და ერთეულთა თანრიგში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე მოყვარულმა ჩოგბურთელმა მიიღო.
წყვილთა შორის გამარჯვება ზვიად კალმახელიძემ და სანდრო ხოჭოლავამ მოიპოვეს, ხოლო ერთეულებში - ერეკლე მამულაშვილმა. ჩოგბურთის ტურნირში გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან მედლები, სიგელები, საპატიო თასი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ჩოგბურთის ტურნირი „დიდუბე-2019“, რომელსაც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ „მზიურისა“ და კომპლექსური სპორტული ცენტრის ჩოგბურთის კორტებზე ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
13-01-2025