გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰაერში ტყვიის შემცველობა გამოიკვლიეს

20-03-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება.

„გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.


12 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისში 1.8-ჯერ და ქალაქ ბათუმში – 1.3-ჯერ. 13 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცვლელი ჰაერის მასების გავრცელების გამო ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.1-ჯერ, ქალაქ ბათუმში -1.2-ჯერ, ქუთაისში -1.6-ჯერ, რუსთავში - 2.2-ჯერ, ხოლო თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, – უმნიშვნელოდ. 14 მარტს ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა მხოლოდ რუსთავში – 1.6-ჯერ, 15 მარტს ქუთაისსა და რუსთავში – უმნიშვნელოდ; 16 მარტს – ისევ მხოლოდ რუსთავში 1.1-ჯერ. 17 და 18 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.


მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1,1-ჯერ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე – 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იყო ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანის ა მიკრორაიონში, 79-ე საბავშვო ბაგა-ბაღთან; ვარკეთილის IV მიკრორაიონში, სკოლა ,,ლომისთან“; გლდანის II მიკრორაიონში, N167-ე საჯარო სკოლასთან; ფორე მოსულიშვილის ქ.N33, N160-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“, – აცხადებენ სააგენტოში.


მათივე ინფორმაციით, ყოველკვირეულად გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930