გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახუშტი მენაბდე "მედიის განვითარების ფონდის" კვლევას ეხმიანება

20-03-2019

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ "მედიის განვითარების ფონდის" კვლევას სიზუსტე დააკლდა , როდესაც მან საქართველოს პირველი არხის ანალიტიკური გადაცემა "42°პარალელი" "დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით" გამოარჩია.

ვახუშტი მენაბდემ ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.


მისი თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ ანტიდასავლურის იარლიყის ქვეშ არ იყოს მოქცეული ნებისმიერი კრიტიკული აზრი.
„როდესაც რუსულ პროპაგანდას ვებრძვით და ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის, რომ მუდმივად დანისპირზე გვიწევს სიარული. ფრთხილად უნდა ვიყოთ ანტიდასავლურის იარლიყის ქვეშ არ მოვაქციოთ და შესაბამისად არ გავაუფასუროთ ნებისმიერი კრიტიკული აზრი, რომელსაც რუსეთთან, ამ ანტიდემოკრატიულ ქვეყანასთან კავშირი არ აქვს. მათ შორის ისეთი კრიტიკაც, რომელსაც ღირებული დისკუსიის შექმნა შეუძლია და რომელიც თავად იმავე დასავლეთშია წამოწყებული.


ამიტომ აღნუსხვის მეთოდოლოგია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, შაბლონურმა მიდგომამ შესაძლოა ეს განსხვავებები წაშალოს და „მსუსხავი ეფექტის“ როლი ითამაშოს. სამწუხაროდ, მგონია, რომ ეს სიზუსტე დააკლდა MDF-ის კვლევას, როდესაც მან ანალიტიკური გადაცემა „42 პარალელი“ „დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით“ გამოარჩია. კვლევაში ციტირებულია Rezi Koiavaს, Mate Gabitsinashviliსა და Shoto Tkhelidzeის მედიაპროდუქტი. მე გავეცანი ზოგიერთ მათგანს და აღნიშნული მეთოდოლოგიური დაბრკოლება რომ არა, ძალიან ცხადია რომ ეს დასავალეთის ზუსტად ის კრიტიკაა, რომელიც იმავე დასავლეთმა შეიმუშავა საკუთარი პრობლემების აღმოსაჩენად და გადასალახად (ცალკე საკითხია, რომ ამ პროდუქტებში ევროპის სასარგებლოც ბევრია ნათქვამი).


ქართული საზოგადოება ხომ საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებაზე ღირებულებითი თანხვედრის გამო ორიენტირდა, და თვითკრიტიკულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია დემოკრატიების. მე ისიც მაფიქრებს ამგვარმა ტაბუებმა უფრო მეტად არ შეუწყოს ხელი ანტიდასავლური განწყობების გავრცელებას", - წერს ვახუშტი მენაბდე.


საუბარია კვლევაზე "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება". კვლევის ავტორია "მედიის განვითარების ფონდი", ხოლო დამფინანსებელი "ღია საზოგადოების ფონდი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930