გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნეს, დაკავებულია - 2 პირი: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ა. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 20 მარტს ღამის საათებში ნიღბით და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველებს დაემუქრნენ და თანხა მოსთხოვეს. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე საათში დაადგინა და ისინი ბრალდებულის სახით დააკავა.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.