გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

20-03-2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.
ცესკომ 10 დღის ვადაში ასევე უნდა იმსჯელოს მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით.


სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას.

საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში, თარიღის დანიშვნა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შეუწყდა დეპუტატს უფლებამოსილება.


თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში. 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031