20-03-2019
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ეკა კულულაშვილმა არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
გამოძიება აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა და სწორედ ამიტომ მხარემ ითხოვა საგამოძიებო პროცესი მაისის თვემდე გახანგრძლივებულიყო.
პოლიტიკოსების ფარული კადრების შენახვა გავრცელების საქმეზე 18 პირია ბრალდებული მათგან ოთხს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
13-01-2025