გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანაკლიაში ღრმაწყოვანი პორტის მშენებლობის თემას ექპერტები აფასებენ

21-03-2019

ანაკლიაში ღრმაწყოვანი პორტის მშენებლობის თემას ექპერტები ეხმაურებიან. საბანკო-საფინსო სფეროს ექპერტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ის მოდელი, რომელიც სახელმწიფომ შესთავაზა დაინტერესებულ კომპანიებს, აგებული იყო კომერციული ოპერატორის შემდეგ მოდელზე: კერძო კონსორციუმი განახორციელებდა ამ პროექტს და სახელმწიფო მასში ფინანსურ მონაწილეობას არ მიიღებდა. „როდესაც კონსორციუმის მხრიდან კაბალურ პირობებზეა ლაპარაკი, კარგად ჩაიხედონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოქვეყნებულ მოთხოვნებში და აღმოაჩენენ რომ სინამდვილეში კონკურსი გამოცხადებული იყო სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობის გარეშე, გარდა მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა. ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ მთავრობამ 60 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა იმ მიწების გამოსყიდვაზე, რომელიც შემდგომში კონსორციუმს გადაეცა. თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც ძირითადად „თი ბი სი“ ჯგუფით იყო წარმოდგენილი, მთლიანად დაეთანხმა ამ პირობებს. საინტერესო ისაა, რომ უკვე, გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, კონსორციუმმა მიმართა მთავრობას, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და ამიტომ საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დამატებითი მონაწილეობა. სწორედ ამ მიმართვის შედეგია ის რომ, „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტის დაფინანსებით ამ პროექტში შევიდოდა დამატებითი 100 მილიონი დოლარის ოდენობით. როგორც წესი, როდესაც კონკურსს ერთი პირობით ცხადდება და არის გამარჯვებული, ხოლო შემდეგ პირობები იცვლება, უმეტეს შემთხვევაში ხდება კონკურსის ჩაშლა და შემდეგ ახალი პირობებით მისი თავიდან გამოცხადება,“-აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.


ექსპერტის ინფორმაციით, კონსორციუმის განცხადებით პროექტის დაახლოებით 60%-ი შესრულებულია.


"თავდაპირველი ხელშეკრულებით უკვე 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო სრული დაფინანსების მოძიება. ამ ვადამ ჯერ 2018 წლის ბოლოს და ახლა უკვე ამ წლის მარტის ბოლოსთვის გადაიწია. აქედანაც ცხადად ჩანს, რომ კონსორციუმს პრობლემები აღებულ ვალდებულებებთან მიმართებაში, წარმოექმნა ჯერ კიდევ 2017-2018 წლებში, სანამ „თი-ბი-სი“ ბანკისა და მამუკა ხაზარაძის საკითხი მედიაში გახმაურდებოდა.


კიდევ ერთი თემა, რომელზეც გიორგი ცუცქირიძე ამახვილებს ყურადღებას, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ოპერატორი კომპანიის მონაწილეობაა. ექპერტი აცხდებს, რომ კონსორციუმს შემოთავაზებული აქვს არა უმსხვილესი მსოფლიო გრანდის- 250 პორტის ოპერატორი „ეს-ეს-ეი მარინის“ შემოსვლა პროექტში, არამედ „ეს-ეს-ეი ინტერნეიშენალის“ რომელიც ბევრად მცირე ზომის კომპანიაა. და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, კომპანია ამ პროექტში წარმოდგენილია მხოლოდ 5 ამერიკელი თანამშრომლით!!!
„საერთაშორისო აღიარებული პრაქტიკით, როდესაც სახელმწიფო თავად არ მონაწილეობს ამ ტიპის მსხვილ პროექტებში, კომერციულ მხარეს უზრუნველყოფს კერძო ოპერატორი, და შესაბამისად, ინვესტორის შემოყვანის მიზანიც სწორედ დაფინანსების მოძიებაა. სწორედ კერძო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პორტის ოპერირება. მათ შორის, ტვირთების მოზიდვა, რისკების დაზღვევა და პორტის შემდგომი განვითარება. დღეს კონსორციუმის მხრიდან საერთაშორისო ბანკების თემის აწევაც ამ კითხვებს აჩენს. ახლა ისიც გაირკვა, რომ ამ პროექტში სტრატეგიული ინვესტორის მხრიდან კომერციული რისკები, ტრაფიკის რისკები არ ყოფილა დაზღვეული. ამიტომ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა --EBRD, AIIB, ADB, OPIC საჭიროდ ჩათვალეს, რომ მათ სახელმწიფომ მისცეს ეს გარანტია მათივე გამოყოფილი 400 მილიონის საინვესტიციო ვალდებულებებზე. ეს პირობები კი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, მაშ შორის პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებების შეტანას. ასევე, კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევასაც, რაც არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი. მიმაჩნია, რომ ამ ახალი პირობების წამოყენებაც, ულტიმატუმისა და თავისებური შანტაჟის ელემენტსაც კი ატარებს. აბსოლუტურად სხვა მოდელია, როდესაც კონსორციუმი მთლიანად იხსნის კომერციულ რისკებს, როგორც ეს თავიდან იყო საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული. ასე კონკურს, რეზო ჭეიშვილის ცნობილი მოთხრობის გმირისა არ იყოს, შალიკოც მოიგებდა ხვინგიაძეც“,-აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930