გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინტერპელაციის წესის დანერგვა დემოკრატიული პროცესის საფუძველია - დიმიტრი ცქიტიშვილი

21-03-2019

დიმიტრი ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პარლამენტში მისვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ინტერპელაციის წესის დანერგვა დემოკრატიული პროცესის საფუძველია.


„ხვალინდელი დღე არის პირველი, როდესაც ახალი რეგლამენტის შესაბამისად ინტერპელაციის წესით მოდის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში.

ინტერპელაციის წესი გულისხმობს, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე მოდის კონკრეტული მთავრობის წევრი; ამ შემთხევაში პრემიერ-მინისტრი და კონკრეტული საკითხის ფარგლებში უნდა გაიმართოს დისკუსია. არც ერთ შემთხვევაში სხვა ფორმატი არ უნდა მიიღოს, რათა გარკვეულწილად, პოლიტიკური პროცესი იყოს ობიექტურად მართვადი და რეგლამენტირებული.


ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიული პროცესის საფუძველია პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლა და ინტერპელაციის წესის დანერგვა. ამით პარლამენტის როგორც საზედამხედველო ორგანოს როლი იზრდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება სისხლის სამართლის დანაშაულისა და კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031