გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

22-03-2019

მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მიერ სასაზღვრო პოლიციას სატრანსპორტო საშუალებები - კვადროციკლები და თოვლმავლები - გადაეცა.


,,მესაზღვრეების ყოველდღიური მსახურება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წყნარ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში ვითარდებოდეს, შრომობდეს, აძლიერებდეს ეკონომიკას და ზრუნავდეს თავის მომავალზე. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანესი დანაყოფი, სანაპირო დაცვა, სახმელეთო საზღვარი და სასაზღვრო ავიაცია- სამივე მიმართულებით წელს, 2019 წელს გვექნება ხელჩასაჭიდი პროგრესი,’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.


სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. მან უწყების ძირითად პრიორიტეტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენი მიზანია სასაზღვრო უწყების ინსტიტუციური განვითარება და საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეთოდური დანერგვა, აღჭურვილობის განახლება, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის გაუმჯობესება, ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია,” - განაცხადა თემურ კეკელიძემ.


შინაგან საქმეთა მინისტრმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უწყების თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930