გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუენოს - აირესის საბჭომ დავით ზალკალიანს ქალაქის საპატიო სტუმრის სტატუსი მიანიჭა

22-03-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ბუენოს - აირესის ავტონომიურმა საბჭომ საპატიო სტუმრის სტატუსით დააჯილდოვა. ქალაქის საპატიო სტუმრის ტიტულის გადაცემა ბუენოს - აირესის საბჭოს ისტორიულ შენობაში მოხდა. ღონისძებას ესწრებოდნენ ქალაქის საბჭოს დეპუტატები, საბჭოს თავმჯდომარე და სხვა მოწვეული სტუმრები.


დავით ზალკალიანის ქალაქის საპატიო სტუმრის ტიტული გადასცეს ბუენოს - აირესის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანცისკო კინტანამ და დეპუტატებმა ედუარდო სანტამარინამ და აგუსტინ ფორჩიერმა.


ღონისძიების მონაწილეებმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრეს არგენტინისა და საქართველოს მეგობრობაზე, რომელსაც ამყარებს ისტორიული კავშირები, აღინიშნა, რომ არგენტინა იყო პირველი ქვეყანა რომელმაც ჯერ კიდევ 1919 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორივე ქვეყანა კვლავ ამ ფასეულობისა და მეგობრობის ერთგულია.


აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ქ. ბუენოს - აირესის საბჭოში სტუმრობის დროს საბჭომ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა ბუენოს - აირესის ერთ-ერთი სკვერისთვის ქ.თბილისის სახელის მინიჭების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930