გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და საცობების პრობლემა მოგვარდება

22-03-2019

ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და იქ დღეისათვის არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე მარინა მესხის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით გამართული ვიდეოდიალოგის დროს კახა კალაძემ აღნიშნა, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებული საცობების პრობლემა იქ მიმდინარე პანდუსის სამშენებლო სამუშაოებით არის გამოწვეული.


„თბილისის მერია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს არის ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი საცობებისგან განიტვირთება“, - განაცხადა თბილისის მერმა.


კახა კალაძე დედაქალაქის მერიის იმ ახალ საგზაო პროექტსაც შეეხო, რომელიც ვაშლიჯვრის გზას „112“-ის ოფისიდან გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930